მიმართვა ბიდზინისტებს!
დზვირფასო ბიდზინისტებო ხომ ჩალიჩობთ მესიასთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას? ხომ არაფერი გამოგდით?
ხოდა რომ არაფერი გამოგდით მოდი ასეთი რამე ცადეთ..
შეიკრიბეთ ასე 500-1000 ადამიანი, რაც მეტი მით უკეთესი, აირჩიეთ ერთი დღე, მაგალითად 31 დეკემბერი და პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია დაიწყეთ მესიასთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით..
აქცია უგზო უკვლოდ კულტურნა და დემოკრატიჩესკი უნდა ჩატარდეს. მომღიმარი სიფათები პატრულის და ზონდერების მიმართ, ბიდზოს ეუვასება ეგენი და მაგენის ნაჩალნიკი. ახალი წლის მილოცვები გამვლელ გამომვლელებს, ერთმანეთს და სრულიად პლანეტა დედამიწას.
მოკლედ უნდა გეტყობოდეთ რა რომ ბედნიერი ხართ ბიდზინასთვის რომ კვდებით. ეს პირდაპირ შუბლზე უნდა გეწეროთ. საქმეს ჭირდება..
5 დღეს ისე გაქაჩავთ არ მოგშივდებათ, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნევით : )) თან 1000 კაცი სადაც შიმშილობს იქ ისე შეეცვლებით ერთმანეთს 2-3 დღეზე მეტი არავის მოგიწევთ რუსთაველზე ბირჟაობა.. საახალწლო ზიზილ პიპილოებსაც დაგიდგავენ პირდაპირ ცხვირ წინ და არ მოიწყენთ..
ეხლა აქციის პლუსები.
ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემენ იასნია, მაგრამ ადეკვატური საინფორმაციო მხარდაჭერის შემთხვევაში მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალება დაატრიალებს მესიისადმი გურჯისტან სოსაითის სიყვარულის ჰამბავს..
გაითვალისწინეთ, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული არაფერი ხდება და დასავლეთის ტელეკომპანიების ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ჩათხრიან აქციაზე რეპორტაჟს.
შექმენით პრეს-ცენტრი და მესნი და ფირმაჩ ჟურნალისტებს გარკვევით და პო დელუ ებაასოს აქციის პრეს-სპიკერი. შიგადაშიგ სააკაშვილის რაობაზე ჩააგდოს სიტყვა, თან დობრათ, დასავლეთში მაგარი ათავებენ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ბჟუტურზე..
იტოგში რაც მეტ დროს გაქაჩავთ მით უკეთესი, დასავლეთის ლიდერებს სააკაშვილზე ნაიეზდის დამატებით საშუალებას მისცემთ, ახალ წელს ხალხს რაფრა აშიმშილებო ტო ეტყვიან, რაც კარგია.
საქართველოსაც გაუკეთებთ პატარა რეკლამას, ესეც კარგია.
პლიუს ამას სულიერად გათბებით ერთმანეთის და მესიის თანადგომით და ესეც კარგია.
ნუ, განსაკუთრებით აქტიურებს ბიდზოსგან დაგიფასდებათ.
მისასალმებელია აქციაზე მხარდამჭერთა პონტში 9 თვის ფეხმძიმე ქალბატონების ჭარბი რაოდენობით გამოცხადება. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება ახალი სიცოცხლე პირდაპირ აქციაზე თუ გაჩნდება, ან აქციიდან სამშობიაროსკენ მიმავალ გზაზე, გინდაც სამშობიაროში, მთავარია ახალშობილების სახელი წინასწარ ცნობილი იქნება, რათქმაუნდა ბიდზინა. გოგო-ბიჭი მნიშვნელობა არ აქვს. ხომ გვინდა ბიძინები გვიმრავლოს ღმერთმა? ხოდა ეგრე..
იფიქრეთ და გახსოვდეთ! ახალი წლის ორიგინალურად გატარება, ნამდვილად ჯობია საახალწლო სუფრაზე, სუფრის ქვეშ, თეფშში ან საკუთარ იმაში ძილს..
პატივისცემით:
მანჯურიის აგენტი





No trackbacks yet.