ბატონო ბიძინა თავიდანვე ავღნიშნავ, რომ თქვენი მხარდამჭერი არ ვარ და ალბათ არასდროს ვიქნები, ასე რომ განსხვავებული აზრის მოსმენასთან თუ პრობლემები გაქვთ, არადა გაქვთ ვგონებ, მაშინ აქვე შეწყვიტეთ კითხვა, მაინც ვერაფერს გაიგებთ.
თუ მაინც გადაწყვიტავთ, რომ გაეცნოთ ჩემ მოსაზრებას, პირდაპირ საქმეზე გადავალ და კონკრეტულ საკითხებზე შევეცდები თქვენი ყურადღების გამახვილებას.
1. საქართველო დღეს..
პირველ რიგში მინდა ცალსახად ავღნიშნო, რომ თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა და ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს არ არსებობს.
პრაქტიკულად გარდაუვალია რუსეთთან და სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტი და სამცხე ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოს და რამდენიმე რაიონის ოფიციალური თბილისის იურისდიქციიდან დე ფაქტო გამოსვლა.
ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს კრიმინალი სააკაშვილის მიერ ჩაგდებული “რეფორმები”, არაადეკვატური საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სააკაშვილის ხელისუფლებისადმი დასავლეთის დღევანდელი დამოკიდებულება, აშშ-ის/დასავლეთის მიერ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანში საქართვლოს, როგორც სახელმწიფოს როლის გადახედვა, და იმავე დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ჩემეული ხედვა მაძლევს.
უფრო კონკრეტულად და შეძლებისდაგვარად მოკლედ, რომ ვთქვა, ვინაიდან სააკაშვილმა ჩააგდო ე.წ. “ვარდების რევოლუციის” პროექტი, არ შეუწყო რა ხელი თვისობრივად/ხარისხობრივად ახალი ელიტების ფორმირებას და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეთნო-კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, დასავლეთს სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ მუდმივი არასტაბილურობისთვის განწირული საქართველო, გაცილებით სტაბილური სომხეთით ჩაანაცვლოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სატრანზიტო დერეფანში, როგორსაც სამხრეთ კავკასია წარმოაგდენს.
ეს ყოველივე რათქმაუნდა ნიშნავს იმას, რომ უახლოვეს მომავალში, ანუ 2012-2013 წლებში სომხეთი და აზერბაიჯანი ომით ან მშვიდობით (ეს ტექნიკური დეტალია), მაგრამ მაინც დაარეგულირებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს და აზერბაიჯანი სომხეთის მიერ ოკუპუირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. სრულად, ან 6-ივე ოკუპირებულ რაიონს მთიანი ყარაბახის გარდა. 
შეიძლება იფიქროთ საქართველო რა კავშირშია ამ ყველაფერთან, მაგრამ კავშირი პირდაპირია. მით უფრო, რომ სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანზე გაცილებით ძლიერი სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს “არაფრის გამო” ცხადია არ დააბრუნებს. შესაბამისად სომხეთს სტიმულირება ჭირდება და ვფიქრობ ის “რაღაც”, რაც ოფიციალური ერევანის მასტიმულირებელი ფქტორი იქნება, ერთის მხრივ რეგიონალურ და ტრანსკონტინენტალურ ენერგოპროექტებში მონაწილეობაა და მეორეს მხრივ შავ ზღვაზე გასვლის პერსპექტივა. ანუ საქართველოს სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ტერიტორიები.
მოკლედ, ვაშინგტონმა საქართველო სრულმასშტაბიანი დეზინტეგრაციისთვის გაწირა და თუ უმოკლეს ვადაში არ გატარდა კონტრ ზომები დარწმუნებული ვარ 2012 წლის დასრულებამდე აღარც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი იარსებებს, რაც კარგია, და აღარც თანამედროვე საქართველო, რაც არ შეიძლება ვინმესთვის მისაღები იყოს.
ის, რომ დეტალურად ავხსნა თუ რატომ ვხედავ პროცესების შესაძლო განვითარებას ასე და არა სხვაგვარად ერთი კვირა მოვუნდები ამ პოსტის წერას, ასე რომ თუ თქვენ და თქვენი მრჩევლები აქამდე ვერ მიხვდით რაზე ვსუბრობ, კითხვა შეწყვიტეთ. ამის მერე თქმულსაც ვერააფერს გაუგებთ. სხვა შემთხვევაში კარგად მოისმინეთ რას ვამბობ.
შექმნილ ვითარებაში დასავლეთის მიერ სამხრეთ კავკასის რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში დაგეგმილი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ნეგატიური ცვლილებების შესაჩერებლად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
1.1. ვაშინგტონმა/დასავლეთმა მკაფიო შეტყობინება უნდა მიიღოს, რომ ახალი ხელისუფლებლება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით დაარეგულირებს ეთნო-კონფლიქტებს მაქსიმუმ 3-5 წლიან მონაკვეთში. ეს შესაძლებელია.
1.2. ვაშინგტონმა/დასავლეთმა მკაფიო შეტყობინება უნდა მიიღოს, რომ ახალი ხელისუფლება ჩაატარებს სრულმასშტაბიან ლუსტრაციას.
1.3. ვაშინგტონმა/დასავლეთმა მკაფიო შეტყობინება უნდა მიიღოს, რომ ახალი ხელისუფლების ერთერთი უმთავრესი ამოცანა თვისობრივად/ხარისხობრივად ახალი ელიტების ფორმირება იქნება.
1.4. ვაშინგტონმა/დასავლეთმა მკაფიო შეტყობინება უნდა მიიღოს, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს და შეწყდება ანტირუსული ისტერიის გაღვივება პოლიტიკური სპექტრის მიერ.
1.5. ვაშინგტონმა/დასავლეთმა მკაფიო შეტყობინება უნდა მიიღოს, რომ ახალი ხელისუფლება უარს არ იტყვის სამართალმემკვიდრეობის პრინციპზე და შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.
გაქვთ კი ჩამოყალიბებული პოზიცია თუნდაც ამ რამდენიმე საკითხზე ბატონო ივანიშვილო? თუ არა, იქნებ ღირდეს, რომ უარი თქვათ პოლიტიკურ აქტიურობაზე? მით უფრო, რომ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმისა, რაც უნდა გაკეთდეს..
მე პირადად, თქვენი პირველი პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე ვერ ვხედავ თქვენში ადამიანს, რომელიც აცნობიერებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის თემა რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. მით უმეტეს ვერ ვხედავ თქვენ დაინტერესებას ახალი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტების ფორმირებაში, რადგან პოლიტიკური კავშირი საქართველოში არსებული კორუმირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ტიპიურ წარმომადგენლებთან დაამყარეთ.
არ ჩამოვთვლი კონკრეტულად ვის და რომელ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, რამეთუ ყველას ვგულისხმობ, ვინც რაიმე ფორმით აქტიურობდა კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის პირობებში. ყველაფერს თავი გავანებოთ პატიოსანი ადამიანი კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას სათოფეზე არ გაეკარებოდა.
არ იქნება ახალი ელიტები და არ იქნება მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, შესაბამისად არ იქნება არც თანამედროვე საქართველო, რადგან დასავლეთს ყველაზე ნაკლებად მუდმივი არასტაბილუროისთვის განწირული სახელმწიფო ჭირდება პარტნიორად, განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში.
დაფიქდით ბატონო. რა გინდათ? საქართველოს სრულმასშტაბიანი დეზინტეგრაციის თანამონაწილე გახდეთ და ათასობით/ათიათასობით ადამიანის ფიზიკურ და მორალურ განადგურებაში მიიღოთ მონაწილეობა თუ მართლაც ხალხის და ქვეყნის სამსახური?
მაინტერესებს როგორ აპირებთ და აპირებთ თუ არა საერთოდ ლუსტრაციის ჩატარებას, მაშინ, როცა ლუსტრაციის შედეგად გამოაშკარავებული კორუმპირებული ნაძირლები, თქვენი გუნდის წევრი უკვე დღეს არიან?
2. შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟი..
თქვენ ბრძანებთ, რომ არ მოგწონთ სიტყვა რევოლუცია, მაგრამ რამდენადაც ვხვდები მოგწონთ საფრანგეთი. ფრანგული დემოკრატია, ფრანგული საზოგადოების ცივილიზაციური განვითარების დონე და ხარისხი. ისტორიულ წიაღსვლებში არ წავალ, თუმცა შეგახსენებთ, რომ მეხუთე რესპუბლიკა მშვიდობიანი მიტინგებითა და მანიფესტაციებით არ შეიქმნა და საფრანგეთის მოსახლეობამ სისხლით მოიპოვა დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაოსობის აღიარება სახელმწიფოს მიერ და თვით სახელმწიფოც.
ამით იმის თქმა მინდა, რომ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟი არც არჩევნებით არის შესაძლებელი და არც მიტინგებითა და მანიფესტაციებით.
2.1. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ შედგა არჩევნები. თქვენ და თქვენმა პარტიამ, კოალიციამ, ბლოკმა თუ რაც იქნება, რეალურად მოიპოვეთ ამომრჩეველთა 60-70 ან მეტი პროცენტის მხარდაჭერა, მაგრამ კრიმინალურმა რეჟიმმა დაგიწერათ 3 პროცენტი და თავად კონსტიტუციური უმრავლესობით გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა. როგორია თქვენი რეაქცია ამ შემთხვევაში? არადა არჩევნებს, რომ გააყალბებს რეჟიმი ეს საკამათო არ უნდა იყოს. მიტინგებს დააფინანსებთ? ხალხს გამოიყვანთ ქუჩებში? დასავლეთი არ აღიარებს კრიმინალი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გამარჯვებას? იზოლაციაში მოაქცევენ კრიმინალურ რეჟიმს?
მერე რა?
მიტინგებს სისხლში ჩაახშობენ.
დასავლეთის აზრს დღეს არ ითვალისწინებენ და არც მერე გაითვალისწიმნებენ.
იზოლაციაში ისედაც არიან, მაგრამ ხელისუფლებას ინარჩუნებენ და ათასობით ადამიანის სისხლშიც ივლებენ ხელებს.
დესტაბილიზაცია, რომელიც არჩევნების გაყალბებას შეიძლება მოყვეს და დიდი ალბათობით მოყვება, კატალიზატორი, რომ გახდეს რუსეთთან და სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის და შედეგად საქართველოს სრულმასშტაბიანი დეზინტეგრაციის, მისაღები იქნება ეს თქვენთვის? ვიმედოვნებ რომ არა.
2.2. კარგი, ეგ იქით იყოს და დარწმუნებული ხართ, რომ კრიმინალური რეჟიმი, კონტრლირებადი ე.წ. ოპოზიციის მეშვეობით თავად არ იქნება ქუჩის აქციების დაწყებისა და ვითარების ხელოვნურად დესტაბილიზირების ინიციატორი? პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა, რომ შემოიღოს და არჩევნები უვადოდ გადადოს, მერე რას შვებით? ისევ დასავლეთის ზეწოლა, ქუჩის აქციები, ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზირება და საბოლოო ჯამში მეზობელ სახელმწიფოებთან ომი და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის განადგურებასთან ერთად თანამედროვე საქართველოს დასრულებაც? ვგონებ არც ეს უნდა იყოს თქვენთვის ან რომელიმე სხვა მოქალაქისთვის მისაღები..
2.3. მე პირადად არც იმას გამოვრიცხავ, რომ კრიმინალურმა რეჟიმმა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიც კი დანიშნოს, მის მიერვე კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მეშვეობით დაწყებული ქუჩის აქციებისა და ვითარების ხელოვნურად დესტაბილიზირების შემდეგ. თქვენ გამორიცხავთ ამას? ალბათ არ გამორიცხავთ და მაშინ წაგებისთვის განწირულ პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმას რა აზრი აქვს მითხარით?
2.4. ვინაიდან, უპერსპექტივოდ მივიჩნევ კრიმინალური რეჟიმის პირობებში პოლიტიკური მეთოდებით მშვიდობიან ბრძოლას და ვინაიდან უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს დანაშაულებრივი რეჟიმის, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის და აგრეთვე კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზება, ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად რევოლუციასაც დააფინანსებთ. არა მგონია თქვენ პირადად რევოლუციის იდეა გხიბლავდეთ და მასში მონაწილეობის სურვილი გქონდეთ. თქვენც საუბრობთ ამაზე და ელემეტაური ლოგიკაც იგივეს მეტყველებს, მაგრამ ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ რევოლუციას შეუძლია კრიმინალური რეჟიმის, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემისა და კორუმპირებული ელიტების ნეიტრალიზება. ეს კი სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მოჯადოებული წრის გარღვევისა და ცივილიზაციური განვითარების გზაზე დაბრუნების სხვა შესაძლებლობა ობიექტურად არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მე პირადად მივიჩნევ, რომ უნდა შედგეს რევოლუცია და რევოლუციურმა დროებითმა მთავრობამ უნდა უზრუნველხყოს:
1. კრიმინალური რეჟიმის (არაადეკვატური სახელმწიფოს მართვის სისტემის) დემონტაჟი.
2. სრულმასშტაბიანი ლუსტრაცია.
3. კორუმპირებული ელიტების ნეიტრალიზება.
4. რჩეული უმცირესობისთვის ახალი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ფორმირების შესაძლებლობის მიცემა.
5. არჩევნების გზით ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემა.
თქვენ ამას ვერ შეძლებთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს დააფინანსოთ.
პოსტ სააკაშვილისეულ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს სუფთა ფურცლიდან უნდა შეეძლოთ მოღვაწეობის დაწყება და ამის ერთადერთი შესაძლებლობა რევოლუციაა. იფიქრეთ ამაზეც.
იმ ადამიანების პოვნა ვინც საკუთარ თავზე აიღებს რევოლუციაზე და რევოლუციის შედეგებზე პასუხისმგებლობას არ უნდა გაგიჭირდეთ. არჩევანში არ შეცდეთ მთავარია. თავად რევოლუცია, ადეკვატური ფინანსურ მატერალური მხარდაჭერის პირობებში, დაწყებიდან 2-3 თვეში დაასრულებს აუცილებელ ცვლილებებს და კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟიდან მაქსიმუმ 2-3 თვეში გადააბარებს ძალაუფლებას სამოქალაქო ხელისუფლებას..
დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სწორ გზავნილებს მიიღებს, საქარველოს დეზინტეგრაციის გეგმა შესაძლოა შეჩერდეს. ეს, შანსია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
პ.ს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში აუცილებლად ვიკითხავდი თქვენ აზრს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა დროს.
დღეს საქართველოს დეზინტეგრაციის შეჩერებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს და თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს, უკვე მოგახსენეთ.